A downloadable game for Windows

ჰეი, ეს თამაში შექმნილია Paradox Team (პრინციპში Team არი და მხოლოდ სამი კაცია, მარა მაინც) ის მიერ, მისი საბოლოო სახე კი GTA ის ანალოგი იქნება (მისიების გამოკლებით, ჩვენ სხვა სთორილაინს ავაწყობთ), და რათქმაუნდა იქნება Open World.

თამაში შექმნის მიზანი: საინტერესო გამოწვევა არის, მათთვის ვისაც სიძნელეები უყვარს.

ამჟამად თამაში გაკეთების პროცესშია, მაგრამ ხელმისაწვდომია ამჟამინდელი ვერსია.

ამჟამად გაკეთებულია

  1. მანქანების სისტემა: მანქანები ავტომატურად დადიან, ხოლო დანიშნულების ადგილი რანდომულად ირჩევა. შეგიძლიათ მანქანაში ჩაჯდეთ.
  2. ადამიანების სისტემა: ადამიანები ავტომატურად და რანდომულად სპავნდებიან და ასევე ავტომატურად და რანდომულად ირჩევა მათი დანიშნულების ადგილები. შესაძლებელია მათი მოკვლა და მათი მწვანე დოლარების მითვისება.
  3. იარაღის სისტემა: შეგიძლიათ აიღოთ იარაღი (ტყვიებიც) და ისროლოთ. შეგიძლიათ მოკლათ ადამიანი ან ააფეთქოთ მანქანა (მხოლოდ გაქრება), ჯერ-ჯერობით მხოლოდ ak47 და m4a1 არის დამატებული.
  4. ბანკომატი: შეგიძლიათ შეიტანოთ ან გამოიტანოთ ბანკიდან თანხა ბანკომატის მეშვეობით
  5. ტელეფონი: აქვს რამოდენიმე ფუნქცია
    1. დარეკვა (თუ დარეკავთ მაგალითად 1050-ზე 20$ დაგიჯდებათ ხელზე)
    2. ბანკი: შეგიძლიათ მხოლოდ გადმოირიცხოთ ბანკში არსებული თანხა მაგრამ ვერ ჩარიცხავთ ბანკში.
    3. სქრინშუთის გადაღება - ჯერ არაა პროგრამულად
    4. კონტაქტები - ჯერ არაა პროგრამულად
    5. GPS - ჯერ არაა პროგრამულად


Download

Download
GTL_Prototype#8.rar 103 MB
Download
GTL_Prototype#9.rar 159 MB

Install instructions

  1. გადმოწერეთ
  2. ამოარქივეთ ერთ ფოლდერში (თქვენ უნდა გქონდეთ Winrar დაინსტალირებული)
  3. გაუშვით .exe ფაილი
  4. ისიამოვნეთ!